საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მედიცინის ფაკულტეტის მიერ გამოცხადებული შიდა მობილობის პროცესის სრულფასოვნად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ „მედიცინის“ ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველი შეიძლება აღმოჩნდეს „მედიცინის“ ინგლისურენოვანი ან თსუ სხვა უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტი, რომლის ქართული ენის ცოდნის დონის შესაბამისობა ნორმატიულ მოთხოვნებთან აუცილებელია, ვბრძანებ:

 

შეიქმნას კომისია, რომელიც უზრუნველყოფს შიდა მობილობის პროცესში უცხოენოვან სტუდენტთან გასაუბრებას ქართული ენის ცოდნის დონის შეფასების მიზნით, შემდეგი შემადგენლობით:

  • მაია ბიწკინაშვილი (მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი), ასოცირებული პროფესორი;
  • ნინო ჩიხლაძე (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი) პროფესორი;
  • მაკა ჯორბენაძე (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი) ასოცირებული პროფესორი;
  • ქეთევან გოჩიტაშვილი (თსუ ენების ცენტრის ქართული ენის მასწავლებელი)

 

ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ხელმოწერა,

დიმიტრი კორძაია

დეკანი